არჩევნები აშშ-ში - ვაშინგტონის შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული

02 ნოემბერი 2024, 17:56 288 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის ვაშინგტონის შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. ამის შესახებ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ განაცხადა. ცნობისთვის, აღნიშნულ შტატში დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი ლიდერობს და ცოტა ხნის წინ აქ ერთ-ერთ საარჩევნო ურნას, სადაც ხმის მიცემის წინასწარი პროცედურის ფარგლებში ამომრჩეველთა ბიულეტენები იყო მოთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს. ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ვაშინგტონის შტატში ამ დროისთვის უკვე ორმა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში