დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარაში

14 აპრილი 2017, 00:00 6236 ნახვა

დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.  1978 წლის 14 აპრილს, ქვეყნის მასშტაბით, ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა და ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ პროტესტი გამოხატა.  1977 წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს  უზენაესმა საბჭომ  კონსტიტუციის გეგმა შეიმუშავა, რომელშიც ქართული სახელმწიფო ენად არ ცხადდებოდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, სახელმწიფო ენად კი მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა. თარიღი 1990 წლიდან აღინიშნება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დედაენის დღე მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა. ზურაბ პატარაძე ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მოზარდების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ცერემონიალს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს მაისურებზე ქართული ენის დაცვის მოწოდების შემცველი სლოგანები ეწერათ. “არა ბარბარიზმებს”.

„არა ბარბარიზმებს‘’ ქვია სიმბოლურ აქციასაც, რომელიც ქობულეთში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთები და ბანერები მოამზადეს, სადაც დამკვიდრებული ბარბარიზმების ქართული შესატყვისები იყო მოცემული. ღონისძიების მიზანი სწორი  მეტყველებისა და წერის პოლულარიზაციაა. აქციაში მონაწილე სკოლებს სიგელები გადაეცათ.

დედაენის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა ხულოშიც. შეხვედრაზე ქართულ ენაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მოგვიანებით კი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

არიღი აღინიშნა ქედაშიც. ახალგაზრდა მკითხველებმა დედა ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს. ღონისძიება გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

 

ამავე კატეგორიაში