თუ პროირანული გასამხედროებული ძალები ისრაელზე თავდასხმებს განაგრძობენ, ერაყში სამიზნეებს დავარტყამთ - ისრაელის მუქარა ერაყს

03 ნოემბერი 2024, 13:53 256 ნახვა

ისრაელი ერაყს აფრთხილებს, რომ თუ პროირანული გასამხედროებული ძალები ისრაელზე თავდასხმებს განაგრძობენ, ისრაელი ერაყში სამიზნეებს დაარტყამს. 

როგორც უცხოური მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ისრაელმა თანამგზავრების საშუალებით მოიპოვა ინფორმაცია, რომ თეირანი ბალისტიკური რაკეტებისა და შესაბამისი აღჭურვილობის ერაყის ტერიტორიაზე გადატანაზე მუშაობს, რათა, სავარაუდოდ, ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმისთვის გამოიყენოს.

ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერილი ამ დაჯგუფებების დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების მონიტორინგსა და იდენტიფიცირებას ახორციელებს და ბაღდადს აფრთხილებს, გააკონტროლოს მის ქვეყანაში მოქმედი ძალები, შეაჩეროს ისინი, რათა მათ ერაყის ტერიტორია ისრაელზე თავდასხმის განსახორციელებლად არ გამოიყენონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში