ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს - თურქეთის საგარეო მინისტრი

03 ნოემბერი 2024, 14:39 272 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის საერთო ენის ძიება გრძელდება, თუმცა, არცერთ მხარეს არ სურს, ამ პროცესში დამარცხებული გამოვიდეს.

მისი თქმით, კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს.

„საჭიროა სამართლიანი გამოსავლის პოვნა. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს ორივე მხარესთან. ჩვენ ორივე მხარეს ვუსმენთ, თუმცა მეგობარი ყოველთვის მწარე სიმართლეს ამბობს და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ. ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს. ორივე მხარის დაღლილობამ, შესაძლოა, 2025 წელს ახალი ვითარება შექმნას. ვნახოთ, როგორი იქნება სიტუაცია“, – განაცხადა ფიდანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში