საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის 29-ე ადგილზეა

14 აპრილი 2017, 00:00 3235 ნახვა

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის საქართველო 29-ე ადგილს იკავებს, ამის შესახებ აღნიშნულია მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მოამზადა.

საქართველო უსწრებს ჩეხეთს, მალტას, ბელგიას, სომხეთს და აზერბაიჯანს. ასევე რუსეთის ფედერაციას, რომელიც უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში 109-ე ადგილზეა.

136 ქვეყანას შორის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ ფინეთი დასახელდა, მეორე ადგილზეა  არაბთა გაერთიანებული საემიროები, მესამეზე კი   ისლანდია. უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში ბოლო ორ ადგილს იემენი და კოლუმბია იკავებენ.

ამავე კატეგორიაში