ტრამპი ომს ვერ შეაჩერებს და თუ ნამდვილად ეცდება შეიძლება ახალი ჯონ კენედი გახდეს - მედვედევი

03 ნოემბერი 2024, 20:43 338 ნახვა

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს, რომ დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს ვერ შეაჩერებს.

მედვედევის განცხადებით, თუ დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას შეეცდება, შესაძლოა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ბედი გაიზიაროს, რომელიც 1963 წელს მოკლეს.

“დაღლილი ტრამპი, რომელიც შემდეგნაირ ბანალურ აზრებს გამოთქვამს : "მე შემოგთავაზებთ გარიგებას" და "მე მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა...", ასევე, იძულებული იქნება, დაიცვას სისტემის ყველა წესი. ის ომს ვერ შეაჩერებს და თუ ნამდვილად ეცდება, შეიძლება ახალი JFK (ჯონ ფიცჯერალდ კენედი) გახდეს“, - აცხადებს მედვედევი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში