უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 170 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი 

04 ნოემბერი 2024, 10:30 312 ნახვა

უკრაინელებმა წუხელ ყველა დრონი ჩამოაგდეს, რომლითაც რუსებმა ქვეყნის ტერიტორიას შეუტიეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხვადასხვა რაიონში  რაიონებში დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა, რამაც ხანძრები გამოიწვია.

ხარკოვის შევჩენკოვსკის რაიონში სუპერმარკეტს რუსული ბომბი მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა, განაცხადა ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინეჰუბოვმა. მერის განცხადებით, სუპერმარკეტი საცხოვრებელი სახლების გვერდით მდებარეობდა. მისივე თქმით, მანამდე  სარაკეტო თავდასხმა  ქალაქის ტყიან ტერიტორიაზე განხორციელდა.

აგვისტოს შემდეგ რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები უკრაინაზე, რაც ოფიციალური კიევის   თქმით, არის მოსკოვის მცდელობა გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ზამთრის პერიოდში გათბობისთვის.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 170 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში