კამალა ჰარისმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა

04 ნოემბერი 2024, 09:02 269 ნახვა

როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს, მძევლები სახლში დაბრუნდნენ და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს განახორციელოს ღირსების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ კამალა ჰარისმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.მისი თქმით, მიმდინარე წელი რთული იყო ღაზასა და ლიბანში მსხვერპლის გათვალისწინებით.

კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. მისი თქმით, მან ბიულეტენი შეავსო და შემდგომ ფოსტით გაგზავნა. ჰარისი აცხადებს, რომ იგი ენდობა ფოსტით ხმის მიცემის სისტემას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში