სტიქიის რეგიონში ჩასულ სამეფო ოჯახს ტალახი და ქვები ესროლეს

04 ნოემბერი 2024, 09:30 279 ნახვა

ესპანეთში წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში დედოფალი ლეტიცია  ჩავიდა. სამეფო ოჯახის წევრების ვიზიტი  დაძაბულობის ფონზე გაიმართა, რადგან მოქალაქეები სალიკვიდაციო სამუშაოების  ნელი ტემპის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები დაიწყო, ზოგიერთმა  მათ ქვები და ტალახი ესროლა.  

უსაფრთხოების სამსახური იძულებული გახდა სიტუაციაში ჩარეულიყო და სამეფო ოჯახის  წევრები დაეცვა. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში წყალდიდობას 205 ადამიანი ემსხვერპლა.

წყალდიდობიდან მეოთხე დღეს მაშველები ცხედრებს მანქანებსა და შენობებში ჯერ კიდევ ეძებენ. დაკარგულების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში