ტენდერი ქობულეთში სოციალური სახლის მშენებლობისთვის

04 ნოემბერი 2024, 18:14 318 ნახვა

ქობულეთის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობისთვის. განაცხადების მიღება თვის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით, ქობულეთში ორი მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელი ფართები ეკომიგრანტ ოჯახებს გადაეცემათ.
ბინას მიიღებენ ის ოჯახები, რომლების სხვადასხვა დროს სტიქიების დროს დაზარალდნენ და ამ დრომდე მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.
მშენებლობა ქობულეთში, გელაურის დასახლებაში, გოგიტიძის ქუჩაზე დაიწყება და მისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტი 2-წლის ვადაში უნდა დასრულდეს.ბინას 100 ოჯახზე მეტი მიიღებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში