უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 226 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

05 ნოემბერი 2024, 10:04 268 ნახვა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 226 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

საჰაერო განგაში ქვეყნის ჩრდილოეთით რამდენიმე ოლქში, მათ შორის დედაქალაქში "შაჰედის" ტიპის დრონების გაშვების გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია კიევში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ, აფეთქებები იყო ხარკოვში, არიან დაშავებულები. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში წინ წაიწიეს და სოფელი სტეპანივკა დაიკავეს. 

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, უკრაინამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს მსოფლიო ბანკთან, რომლის შედეგადაც კიევი 600-ს მილიონ დოლარს მიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში