პაკისტანში ჩინეთის მოქალაქეებს ესროლეს

05 ნოემბერი 2024, 13:43 285 ნახვა

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში  სროლის შედეგად ჩინეთის ორი მოქალაქე დაშავდა. ინციდენტი ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა. „წინასწარი გამოძიების თანახმად, დაცვის თანამშრომელმა ჩინელებთან მწვავე კამათის შემდეგ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ჩინეთის ორი მოქალაქე დაშავდა“, - განაცხადეს პოლიციაში. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მსროლელის ვინაობა ან მოტივი ჯერ კიდევ უცნობია. ოქტომბერში ყარაჩის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად აფეთქებამ ორი ჩინელი ინჟინერი იმსხვერპლა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა დაჯგუფება ბალოხის განმათავისუფლებელმა არმიამ აიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში