ტოპტვინებმა, საიდან ვიცოდით წინასწარ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგას ალეკო გეტყვითო, ალეკოც არაფერს ამბობს და თენგო სადაა - მამუკა მდინარაძე 

05 ნოემბერი 2024, 17:38 618 ნახვა
 

ტოპტვინებმა, საიდან ვიცოდით წინასწარ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგას ალეკო გეტყვითო. ამ დროს ალეკოც არაფერს ამბობს და თენგო სადაა?“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გაუქმდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა შინაარსი, სასამართლოს საიდუმლოება დარღვეულია“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში