საქართველოს თასის ფინალში „დინამო“ თბილისი „სპაერს“ დაუპირისპირდება 

06 ნოემბერი 2024, 09:01 275 ნახვა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს „სპაერი“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალში „დინამო თბილისმა“ „დინამო არენაზე“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე პენალტით მათე ვაწაძემ გაიტანა. „სპაერმა“ „გაგრას“ უმასპინძლა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „სპაერმა“ 5:4 მოიგო.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში „სპაერი“ და „დინამო თბილისი“ ერთმანეთს 5 დეკემბერს დაუპირისპირდებიან, ფინალურ შეხვედრას „მიხეილ მესხი არენა“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში