39 წელი ქართული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებიდან

14 აპრილი 2017, 00:00 1723 ნახვა

სტუდენტთა საპროტესტო აქციიდან, რომელიც საბჭოთა საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნებას მოჰყვა, 39 წელი გავიდა.

სტუდენტები კონსტიტუციის  75-ე მუხლს აპროტესტებდნენ, რომლის  მიხედვით, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

1978 წლის ამ მოვლენებს წინ უძღვოდა ფარული  შეხვედრები, მსჯელობა და   ხელმოწერების შეგროვება, რომელიც სტუდენტებმა ცენტრალურ კომიტეტს ჩააბარეს. უმაღლესი საბჭოს სესიის დღეს  14 აპრილს სტუდენტები ქუჩებში გამოვიდნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. თარიღი, 1990 წლიდან, ოფიციალურად აღინიშნება დედაენის დღედ.

ამავე კატეგორიაში