საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიასთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

06 ნოემბერი 2024, 14:10 258 ნახვა
 

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიასთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2026-ის თანამასპინძელ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს დღეს და ხვალ გამართავს. მატჩისწინა ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა.

მოახლოებული მატჩების  შესახებ ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე დასკვნითი ამხანაგური მატჩების მნიშვნელობას.

საქართველო - ლატვიის ორივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში