დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

14 აპრილი 2017, 00:00 4032 ნახვა

დედაენის დღე მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძე ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მოზარდების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ცერემონიალს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს მაისურებზე ქართული ენის დაცვის მოწოდების შემცველი სლოგანები ეწერათ. “არა ბარბარიზმებს”.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში