საარჩევნო სარჩელების განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში

06 ნოემბერი 2024, 18:05 269 ნახვა

სააპელაციო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ სამი სააპელაციო საჩივრიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა და გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ილონა თოდუამ, თამარ ონიანიმა და ნანა ჭიჭილაშვილიმა დაახლოებით სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს. შეგახსენებთ, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ გადაწყვეტილება 4 ნოემბერს მიიღო.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში