შეხვედრა ძალოსნებთან

07 ნოემბერი 2024, 09:58 219 ნახვა

პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 20 და 23-წლამდელთა შორის ძალოსნობაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 38 მედალი მოიპოვა.

ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 6 ოქროს, 20 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალია. ჩვენმა ნაკრებმა ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებების აღსანიშნავად ძალოსნებმა ხელი მოაწერეს ფინკას, რომელიც ტრადიციისამებრ.

ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა. აქვე გეტყვით, რომ 2026 წელს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში