შეზღუდვა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე

07 ნოემბერი 2024, 14:18 438 ნახვა

ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ორბელიანიდან ვარშანიძის ქუჩამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  5 მილიონ ლარად  სანიაღვრე  სისტემა, გარე განათებები, საავტომობილო გზა და ტროტუარები უნდა მოაწესრიგოს. მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე დაახლოებით  თვენახევრის განმავლობაში იქნება შეზღუდული,  გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ძირითადი სამუშაოების განხორციელების შემდეგ რეაბილიტაცია გაგრძელდება ვარშანიძის ქუჩაზეც.

აღნიშნულ მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების  პირველი  ნაწილი უკვე  დასრულებულია.    

პროექტის დასრულება  2026 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ  ვარშანიძე-ხახულის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მომავალი წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში