რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს

07 ნოემბერი 2024, 16:57 253 ნახვა

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ფარგლებში „WTM 2024“ შეხვედრები მიმდინარეობს წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული კომპანიების, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორისაა:

Euronews, BBC, Bloomberg, Deutsche Welle,  Conde Nast Traveler,  Wanderlust,  Lonely Planet

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთადაა წარმოდგენილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში