ცეცხლის გადმოსვლა

15 აპრილი 2017, 00:00 4965 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14  საათზე შევა და საფლავი დაიხურება. მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები საგულდაგულოდ გაჩხრეკენ. მათ შორის - ებრაული პოლიციის წარმომადგენლები. ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან და აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან, მათ შორის საქართველოდან. წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღესვე ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს სახლში წაღების საშუალება ექნებათ. 

ამავე კატეგორიაში