ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ ხვდება

08 ნოემბერი 2024, 10:04 288 ნახვა
 

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 32-ე ტურის ორი მატჩი გაიმართება. ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი „იბერია-1999“ მესამეადგილოსან გორის „დილას“ მიიღებს. ქუთაისის „ტორპედო“ კი, რომელიც ასევე ჩემპიონობისთვის იბრძვის, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.

ამ დროისთვის „იბერიას“ 64 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს, „ტორპედო“ 61 ქულით მეორეა, გორის „დილას“ 59 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა, რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“, გუნდი 49 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

„იბერიასა“ და „დილას“ დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება, ზღვისპირელები კი „ტორპედოს“ ქუთაისში 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში