ვითარება უკრაინაში 

08 ნოემბერი 2024, 09:05 238 ნახვა

ოკუპანტის იერიში უკრაინის ქალაქებზე გრძელდება. გვიან ღამით რუსებმა მართვადი ავიამობმები გამოიყენეს ხარკოვზე თავდასხმისთვის, რის შედეგადაც ნაწილობრივ განადგურდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დაშავდა 25 ადამიანი.

მტერმა დრონებით შეუტია ოდესის ოლქს, არიან დაშავებულები. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვას ზაპოროჟიეზე, სადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში