შუახეველი ნურიფე ბებოს 100 წლის იუბილე

15 აპრილი 2017, 00:00 4337 ნახვა

დღეს შუახეველი ნურიფე შარაშიძე-ბერიძე 100 წლის გახდა. 

მას 6 შვილი, 23 შვილიშვილი, 46 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის “100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ფარგლებში, ნურიფე შარაშიძე-ბერიძეს 1000 ლარი გადასცეს. 

პროგრამით, რომელიც 2004 წლიდან მოქმედებს, რეგიონში 100 წელს გადაცილებული 35 მოქალაქე სარგებლობს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში