დოჰაში „ჰამასის“ დიპლომატიური ოფისი იხურება

09 ნოემბერი 2024, 14:57 222 ნახვა

კატარმა „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ქვეყნის დატოვება უბრძანა და განაცხადა, რომ მათი დიპლომატიური ოფისი დოჰაში უნდა დაიხუროს. მედიის ცნობით, კატარმა გადაწყვეტილება აშშ-ის თხოვნის შემდეგ მიიღო, რომლის შესახებაც საუბარი ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და კატარელ კოლეგებს შორის 2 კვირის წინ შედგა.
2012 წლიდან კატარი დოჰაში „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს აშშ-ის ადმინისტრაციების მოთხოვნის შესაბამისად მასპინძლობს, რომლებიც მიიჩნევდნენ რომ კომუნიკაციის არხი მნიშვნელოვანია.
ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კატარს აცნობა, რომ ვერ შეძლებდა მასთან საქმის ჩვეულებრივ შენარჩუნებას, თუმცა არ მოუთხოვია ოფისის დახურვა, რადგან ვაშინგტონში ფიქრობდნენ, რომ ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა გასული წლის ნოემბერში ერთკვირიანი შეთანხმებით, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს ცეცხლის საბოლოო შეწყვეტას ან დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში