ტურნირი აფროსნობაში

09 ნოემბერი 2024, 14:58 309 ნახვა

‘’ბათუმის თასი’’ - ამ სახელწოდებით ბათუმში აფროსნობის ტურნირი მიმდინარეობს.  აფროსნობაში 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ეს არის მეოთხე  ტურნირი, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს. ტურნირში, როგორც ბათუმიდან, ასევე ფოთიდან 15 - მდე აფროსანი ვაჟი და გოგონა მონაწილეობს.
გამარჯვებულები და პრიზიორები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. ტურნირი აჭარის აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, რომლის მიზანიც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციაა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში