არასრული 3 წლის განმავლობაში სისტემური წესით აიზომა და დარეგისტრირდა იმდენივე მიწა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში - რატი ბრეგაძე

09 ნოემბერი 2024, 18:49 292 ნახვა

იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძის განცხადებით, 3 წლის განმავლობაში სისტემური წესით აიზომა და დარეგისტრირდა იმდენივე მიწა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში. ამის შესახებ, მინისტრმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საფიქრალი არის ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ამ სიტყვების, კიდევ ერთი, ნათელი დასტურია პრემიერის, ბატონი ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პროექტის ერთი წლით გაგრძელების შესახებ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდა. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, კუთვნილი მიწის ნაკვეთები, უფასოდ დაირეგისტრირონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში