დომინიკის რესპუბლიკაში 2 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს

10 ნოემბერი 2024, 11:55 243 ნახვა

2 ტონაზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს დომინიკის რესპუბლიკაში, რომელიც სავარაუდოდ ბელგიაში, ანტვერპენის პორტისკენ იგზავნებოდა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ქვეყნის ისტორიაში ამ რაოდენობის კოკაინი მეორედ ამოიღეს. ნარკოტიკული ნივთიერება კონტეინერით გადაჰქონდათ, რომელიც 2 198 მუყაოს პაკეტში, ტანსაცმელებთან ერთად იყო მოთავსებული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში