ესპანეთში წყალდიდობაზე მთავრობის რეაგირება გააპროტესტეს

10 ნოემბერი 2024, 11:56 247 ნახვა

ესპანეთში წყალდიდობაზე მთავრობის რეაგირება გააპროტესტეს. „ჩვენ ტალახით ვართ დასვრილები, თქვენ კი - სისხლით“- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ვალენსიაში შეკრებილებმა რეგიონის მმართველი, კარლოს მაზონის გადადგომა მოითხოვეს, ასევე აცხადებდნენ რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება ძალიან გვიან გაავრცელა. დემონსტრაციისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. ქალაქის მერის განცხადებით, ვანდალიზმი გამოსავალი არ არის. ცნობისთვის, ესპანეთში წყალდიდობას სულ 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაზარალდა 80-მდე მუნიციპალიტეტი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში