მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება

10 ნოემბერი 2024, 14:24 301 ნახვა

მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება. თელ ავივში, თავდაცვის ძალების შტაბ-ბინასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა.

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსგან „ჰამასთან“ მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმების მიღწევას ითხოვენ.

მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა იერუსალიმსა და ბეერშევაშიც.

„ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული 251 მძევლიდან ღაზაში, სავარაუდოდ, 97 რჩება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათგან, სულ მცირე, 34 გარდაცვლილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში