ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს მოაწერა ხელი

10 ნოემბერი 2024, 16:52 310 ნახვა

ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს მოაწერა ხელი.

ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, თუ ერთ-ერთი მხარე ექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას სხვა სახელმწიფოს ან რამდენიმე ქვეყნის მხრიდან და აღმოჩნდება ომის მდგომარეობაში, მეორე მონაწილე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას ყველა არსებული საშუალებით.

ასევე, მხარეები ქმნიან მექანიზმებს ერთობლივი საქმიანობისთვის, რათა გააძლიერონ თავდაცვის შესაძლებლობები, ომის თავიდან აცილების ინტერესებიდან გამომდინარე და რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

შეთანხმება ჩაანაცვლებს 2000 წლის 9 თებერვლის, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ძირითად ხელშეკრულებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში