თურქეთში ხვალ რეფერენდუმი გაიმართება

15 აპრილი 2017, 00:00 3067 ნახვა

 საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თურქეთში ხვალ რეფერენდუმი გაიმართება. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქვეყნის საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა.

საყოველთაო-სახალხო კენჭისყრას პრეზიდენტ ერდოღანის პოპულარობის ტესტად აფასებენ. პლებისციტში მონაწილეობის მისაღებად 55 მილიონზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7 საათზე გაიხსნება და 16 საათზე დაიხურება.

თურქეთში არ არსებობს ე.წ. ეგზითპოლები და რეფერენდუმის შედეგებს მედიაც მანამ ვერ გააშუქებს, სამამ უმაღლესი საარჩევნო ბორდი აკრძალვას არ მოხსნის. საკონსტიტუციო რეფორმა მმართველმა ,,სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ მოამზადა. მათი მტკიცებით, ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა რესპუბლიკაში სიტუაციას დაასტაბილურებს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ გზით პრეზიდენტს უფლებამოსილება გაეზრდება. ცვლილებები ძალაში 2019 წლის 3 ნოემბერს, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისა და პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ შევა.



ამავე კატეგორიაში