მონიტორინგი სკოლებსა და ბაღებში

11 ნოემბერი 2024, 11:11 340 ნახვა

ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში, ასევე სკოლამდელ დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგინური შემოწმება მიმდინარეობს. გეგმური შემოწმება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის კვების ბლოკის მონიტორინგსა და სათამაშოების სანიტარული მდგომარეობის შესწავლას. საკლასო ოთახებში კი განათების ხარისხი მოწმდება.

შემოწმებას სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოკვეთილა.

იმ შემთხვევაში თუკი გეგმური მონიტორინგის დროს სტანდარტთან შეუსაბამობის ფაქტები დაფიქსირდა, სკოლასა და საბავშვო ბაღს შესაძლოა საჯარიმო სანქცია დაეკისროს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში