მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგ 

11 ნოემბერი 2024, 14:10 804 ნახვა

ბათუმში, ფიროსმანის #1 ა-ში მცხოვრები მოსახლეობა  ავარიული სახლის  ნაცვლად მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.  მათ გამაფრთხილებელი აქცია მერიასთან გამართეს და პროექტის შეჩერება მოითხოვეს. მოსახლეობის ინფორმაციით, 18 სართულიანი კორპუსის  მშენებლობა მათი საცხოვრებლის  წინ არის დაგეგმილი, რის გამოც  400 ოჯახს საფრთხე ემუქრება. 

ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში  ჩაბეტონდება საცხოვრებელი ზონა და საჭიროების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება სახანძრო და სამედიცინო დახმარების ეზოში შესვლა.

ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ავარიულ სახლში მცხოვრებ მოსახლეობას  სხვა ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. 

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ფიროსმანის #1 ა-ში მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ მინდიდინარეობს და შესაბამისად არც ნებართვაა გაცემული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში