"აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის" მიერ გამოცხადებული ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებული აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი გახდა

12 ნოემბერი 2024, 10:02 572 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ახალი ამბების ჟურნალისტი ლევან ურიდია აფხაზეთის "საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის" მიერ გამოცხადებული ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულია.  მას ჯილდო  საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის  გადაეცა.  უფრო  კონკრეტულად კი "მშვიდობის გზა" - ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების თანაცხოვრების პერსპექტივები, აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდური ან ელექტრონულ მედიისთვის.

ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. კონკურსის წესებით, მომზადებული მასალა ხელს უნდა უწყობდეს ინფორმირებულობის დონის ზრდას აფხაზეთის კონფლიქტის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებში. კონკურსი   აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიის მისაღებად გამოცხადდა. ჟურნალისტი, მწერალი და აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსანდრე ბერულავა სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასა და აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში