შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ასახავს - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

12 ნოემბერი 2024, 10:10 220 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ალიევმა კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მათივე ცნობით, ალიევმა შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების შედეგები ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

„ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ალიევს მილოცვისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მყარ ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში.

ალიევმა კობახიძე ოფიციალური ვიზიტით მიიწვია აზერბაიჯანში, საპასუხოდ კი კობახიძემ ალიევი თბილისში მიიწვია. ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს და ერთმანეთის მიწვევები მიიღეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში