ტრამპი მომავალი ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე მუშაობს

12 ნოემბერი 2024, 10:08 236 ნახვა

დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე კრისტი ნოემის კანდიდატურას განიხილავს.  ნოემი 2019 წლიდან სამხრეთ დაკოტას გუბერნატორია.

ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩევლად მაიკ უოლცი დაასახელა. იგი ტრამპის გუნდის ერთგული წევრია, რომელიც  მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში, აკრიტიკებს ჩინეთის საქმიანობას აზია-წყნარ ოკეანეში და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს რეგიონში პოტენციური კონფლიქტისთვის. უოლცი იყო თავდაცვის პოლიტიკის დირექტორი თავდაცვის მდივნების დონალდ რამსფელდისა და რობერტ გეითსის დროს.

კონგრესში 2018 წელს აირჩიეს და არის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ზედამხედველობს სამხედრო ლოჯისტიკას და ასევე დაზვერვის  კომიტეტს.მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი „საზღვრის მეფედ“ ტომ ჰომენს დანიშნავს, რომელიც ქვეყნის საზღვრებზე იქნება პასუხისმგებელი. 

პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილედ სტივენ მილერის კანდიდატურა განიხილება.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში