ისრაელის საჰაერო იერიშმა ჩრდილოეთ ლიბანში 14 ადამიანი იმსხვერპლა

12 ნოემბერი 2024, 13:45 215 ნახვა

14 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად  ლიბანის ქალაქ აინ იაკუბზე.   ბომბი მოხვდა შენობას, სადაც 30 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის სირიელი ლტოლვილები. რამდენიმე ადამიანი ნანგრევების ქვეშ რჩება.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორშაბათს, სიდონის რაიონში  ისრაელის საჰაერო იერიშის  შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა კიდევ შვიდი ადამიანი.

კვირის თავდასხმებმა  კი 54 ადამიანი იმსხვერპლა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში