ციტრუსის სეზონი

12 ნოემბერი 2024, 14:10 321 ნახვა

წელს აჭარაში 45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ნარინჯისფერ რთევლთან დაკავშირებით რეგიონში საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს,რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს და ფერმერებს მანდარინის რეალიზაციასა და არასტანდარტული ნაყოფის ე.წ ენესის სუბსიდირებაში დაეხმარება.

წელს არასტანდარტული მანდარინის ფასი 40 თეთრი იქნება. 35 თეთრს სახელმწიფო, 5-ს კი მიმღები საწარმო გადაიხდის. ფერმერებისგან ციტრუსს აჭარაში, კერძოდ კი, ქობულეთში არსებული ორი გადამამუშავებელი ქარხანა ჩაიბარებს.

მანდარინის გასაღების ბაზრები ტრადიციულად კვლავ პოსტსაბჭოთა ქვეყნები - აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი და სხვა იქნება.

ქართული მანდარინი შესაძლოა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც გავიდეს - ამბობს საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი რაულ თავართქილაძე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში