საგანგებო მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში

12 ნოემბერი 2024, 20:00 278 ნახვა

სოხუმში დაკავებული ხუთივე ოპოზიციონერი თავისუფალია. საპატიმრო დატოვა ყოფილმა დეპუტატმა თენგიზ აგირბამაც, რომლის გათავისუფლებაც ასევე მოითხოვა ოპოზიციამ.
ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებამ სოხუმში საპროტესტო აქციები, არეულობა და კოდორისა და გუმისთის ხიდების ჩაკეტვა გამოიწვია.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ხიდების გახსნის სანაცვლოდ ყველა დაკავებული ოპოზიციონერის გათავისუფლების პირობა დადო.
გუმისთის ხიდზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. ოპოზიციის პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს მოჰყვა, რომელსაც ე.წ. პარლამენტმა 15 ნოემბერს კენჭი უნდა უყაროს.
ე.წ. შეთანხმებას ეწინააღმდეგება ოპოზიცია და მისი რატიფიკაციის დღეს საპროტესტო აქციას გეგმავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში