სტამბოლის მერი ბათუმშია

26 მაისი 2016, 00:00 4728 ნახვა

სპეციალურად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმს სტამბოლის მერი ეწვია. ეს ქადირ თოფბაშის პირველი ვიზიტია საქართველოში. სტამბოლის მერს ბათუმის ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო აეროპორტში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული დახვდნენ. დღეს ქადირ თოფბაში არჩილ ხაბაძესთან ერთად ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენას გახსნის, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრებისა და თურქი ფოტოგრაფების ნამუშევრები. 17:00 საათზე კი მუსიკალურ ცენტრში ქართული და თურქული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

ამავე კატეგორიაში