თორნიკე შენგელიამ მადრიდის „რეალს“ 20 ქულა ჩაუგდო 

13 ნოემბერი 2024, 08:04 208 ნახვა

თორნიკე შენგელიას დიდი მცდელობის მიუხედავად, „ვირტუსმა“ ევროლიგაზე „რეალი“ ვერ დაამარცხა. მადრიდელებმა საკუთარ დარბაზში 98:86 გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 25 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

მის ანგარიშზე სამიდან 3 სამქულიანი, ცხრიდან 5 ორქულიანი და ერთიდან 1 საჯარიმოა. „ვირტუსს“ ევროლიგაზე 9 მატჩიდან 2 აქვს მოგებული.

მომდევნო შეხვედრას 15 ნოემბერს „პანათინაიკოსთან“ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში