კოლუმბიაში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

13 ნოემბერი 2024, 08:01 222 ნახვა

კოლუმბიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად  დედაქალაქ ბოგოტას ქუჩები დაიტბორა.   შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა, დატბორილია შენობების პირველი სართულები, მაღაზიები, რესტორნები და ოფისები. 

კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე და ანდების რეგიონებში კოკისპირული წვიმისა და ძლიერი წყალდიდობის გამო  90 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა.  წყლით დაიფარა დასახლებები.

სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში ექსტრემალურმა ამინდმა ფართომასშტაბიანი წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის გამოც კოლუმბიის პირველმა მემარცხენე ლიდერმა გუსტავო პეტრომ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში