ათენში ევროლიგის მატჩზე პალესტინის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს

13 ნოემბერი 2024, 09:50 222 ნახვა

ათენში ევროლიგის საკალათბურთო მატჩის დროს ისრაელის ნაკრების თელ-ავივის მაკაბის  წინააღმდეგ ბერძნული გუნდის "პანათინაიკოსის" გულშემატკივრებმა  დიდი ბანერი გაშალეს წარწერით „შეაჩერე გენოციდი, თავისუფლება პალესტინას“.

დემონსტრაცია  ამსტერდამში რამდენიმე დღის წინ თელ-ავივის საფეხბურთო გუნდის „მაკაბის“ გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარი არეულობის შემდეგ  გაიმართა, რომლის დროს  ხუთი ადამიანი დაშავდა. თელ-ავივის მაკაბი ევროლიგის ფარგლებში ამსტერდამში ადგილობრივ „აიაქსთან“  5-0 დამარცხდა. 

სოციალურ მედიაში არეულობის ამსახველი ვიდეოები გავრცელდა, რომლებზეც ასახულია  სპეცრაზმის მიერ დაპირისპირებული გულშემატკივრების დაშლის მცდელობა, ისმის ანტიებრაული შეურაცხმყოფელი შეძახილები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში