სარფში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

13 ნოემბერი 2024, 12:05 340 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ცეცხლსასროლი იარაღის 81 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის  ვაზნები, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ერთ შეკვრად, სალონში არსებულ სათავსოში აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში