FIFA-ს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 

13 ნოემბერი 2024, 13:58 373 ნახვა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო იმყოფება.

„ვნახეთ ის ობიექტები, რომლებიც აქ ფიფა-ს დაფინანსებით შენდება. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დიდი სამუშაო გასწია, უამრავი პროექტი განახორციელა, მაგალითად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ეს მართლაც ძალიან კარგი არენაა. 

ვეცნობით საქართველოს განაცხადსა და პოტენციალს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ამ პროცესზე დადებითად იმოქმედებს საქართველოში 2023 წელს ჩატარებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა, ამიტომ ამ შესაძლებლობას განვიხილავთ“, – განაცხადა ინფანტინომ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში