ბლინკენი ბრიუსელში უკრაინის მხარდაჭერის მიზნით შეხვედრებს მართავს

13 ნოემბერი 2024, 13:33 240 ნახვა

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად დაბრუნებამდე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის მხარდაჭერის მცდელობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში  ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა.

არჩეული პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას, ამბობს, რომ ის სწრაფად დაასრულებს რუსეთ-უკრაინის ომს, თუმცა არ აკონკრეტებს როგორ შეძლებს ამას. ეს  შეშფოთებას იწვევს აშშ-ს მოკავშირეებში, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ ტრამპმა შესაძლოა აიძულოს კიევი მშვიდობას მოსკოვის პირობებით დაეთანხმოს.

რაც შეეხება უკრაინაში საბრძოლო ოპერაციებში რუსეთის ძალებთან ერთად  ჩრდილოეთ კორეის ჯარის  მონაწილეობას, ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჩართულობა უკრაინის ომში მოითხოვს და მიიღებს "მტკიცე პასუხს". 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში