საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა

14 ნოემბერი 2024, 10:17 274 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა.  გადაწყვეტილება მოსამართლემ გვიან ღამით, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მიიღო.

სასამართლო პროცესი 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსარჩელე მხარეს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო" და "ახალგაზრდა იურისტთან ასოციაცია" წარმოადგენდა. ისინი საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას მოითხოვდნენ.

მათ პროცესზე 11 შუამდგომლობა დააყენეს, წარადგინეს ვიდეო მტკიცებულებებიც, თუმცა მოსამართლემ არც ერთი დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისთვის ემზადება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში