ლელო შუხუთში

16 აპრილი 2017, 00:00 2606 ნახვა

დღეს გურიაში, სოფელ შუხუთში, ლელობურთი გაიმართება. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. საბოლოოდ, ის გაიმარჯვებს, ვის მხარესაც 16-კილოგრამიანი ბურთი აღმოჩნდება.

გამარჯვების მოსაპოვებლად, მხარეები  ფიზიკურ დაზიანებებსაც არ ერიდებიან და ბურთის ერთი წლით ხელში ჩასაგდებად, ყველა შესაძლებლობას იყენებენ. ბურთი მოთამაშეებმა თავად, ტყავის, სველი ქვიშისა და ნახერხის გამოყენებით უკვე დაამზადეს. გასულ  წელს  ქვემო შუხუთმა გაიმარჯვა.

ამავე კატეგორიაში